რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნიდერლანდების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნიდერლანდების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოფიციალური მოსკოვი ნიდერლანდებში კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებით, რუსეთის ოთხი მოქალაქის დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებას პროვოკაციად აფასებს.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებით, 2018 წლის აპრილში მათ კიბერთავდასხმის მცდელობის გამო, ქვეყნიდან რუსეთის ოთხი მოქალაქე გააძევეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე გეგმავდნენ კიბერთავდასხმის განხორციელებას.