რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი გუშინ, 18 ივლისს ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა დეტალური ინფორმაციის გარეშე გაავრცელა ცნობები, რომ სერგეი ნარიშკინმა ფაშინიანთან შეხვედრისას საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები განიხილა.

ამასთან, მედია წერს, რომ სერგეი ნარიშკინის ჩასვლამდე, სამი დღით ადრე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი მოულოდნელად ჩავიდა სომხეთში.

„ერევანში ჩემი ვიზიტი ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემი ამერიკელი კოლეგის ჩასვლასთან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით, მისი ვიზიტი ჩემთან იყოს დაკავშირებული“, – აღნიშნა რუსულ მედიასთან საუბრისას ნარიშკინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უილიამ ბერნსის ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.