რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - კურსკის რეგიონიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიებზეა გადაყვანილი
კურსკის რეგიონიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიებზეა გადაყვანილი, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.
„კურსკის რეგიონის საზღვრისპირა მცხოვრებლების უმეტესობა დროებით გადაიყვანეს უსაფრთხო ტერიტორიებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი“, – განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
მათივე თქმით, კურსკის რეგიონში მცხოვრები რვა ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2,5 ათასზე მეტი ბავშვი, ამჟამად დროებით საცხოვრებელ პუნქტებში იმყოფება.