რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში The Times-ის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა
რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში The Times-ის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო გამოცემა The Times-ის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. უწყება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ბრიტანული გამოცემა ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, შეურაცხყოს რუსეთის ფედერაცია.​ მიკრობლოგში გამოქვეყნებულ ამ განცხადებას თან ერთვის გაზეთიდან ამოღებული ციტატის ილუსტრაცია, სადაც The Times წერს: „პრეზიდენტი რახოი ვერ მოიპოვებს კეთილგანწყობას, თუ პოლიტიკოსებს ციხეში ჩასვამს. მართვის ეს სტილი ჯობს ისევ ვლადიმერ პუტინს დაუტოვოს“.