რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევები განხორციელდა, მათ შორის უკრაინიდან და ბრიტანეთიდან, თუმცა თავდასხმები წარმატებით განეიტრალდა

21:23, 20.09.2026

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კიბერშეტევების მიუხედავად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა აცხადებს, რომ ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემაზე თავდასხმები ძირითადად საზღვარგარეთიდან, მათ შორის უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოხდა. მისივე თქმით, 100 მილიონზე მეტი „პოტენციურად მავნე თავდასხმა საარჩევნო რესურსებზე“ წარმატებით განეიტრალდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ამ დროისათვის რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 55 პროცენტს გადააჭარბა. მათივე ცნობით, ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა.

ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს იმართება. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“. რუსეთის პარლამენტში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

მსგავსი