რუსეთის რკინიგზამ საქართველომდე გადასაზიდი ტვირთების ნაწილზე ტარიფები გაანახევრა
რუსეთის რკინიგზამ საქართველომდე გადასაზიდი ტვირთების ნაწილზე ტარიფები გაანახევრა. განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველომდე შავი მეტალებისა და ხორბლეულის გადაზიდვაზე. შეღავათი 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
რუსეთის რკინიგზის ცნობით, აქამდე შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდა ტვირთების გადაზიდვაზე კავკაზ-ფოთისა და ბათუმი-კავკაზის საბორნე გადასასვლელებზე.