რუსეთის რიაზანის ოლქში, დენთის საწარმოში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
რუსეთის რიაზანის ოლქში დენთის საწარმოში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული საოლქო საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 80%-ის დამწვრობა აქვს მიღებული.
წინასწარი ცნობით, აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ფსიქოლოგები მუშაობენ.