რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დაშავებულია სამი ადამიანი
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დაშავებულია სამი ადამიანი, – ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს.
„შუშის ნამსხვრევებით დაშავდა სამი ადამიანი. სასწრაფომ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება, თუმცა დაშავებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს“, – აღნიშნავს გუსევი.
გუსევის თქმით, უპილოტო საფრენმა აპარატმა საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. მისივე განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება სასწრაფო შეხვედრას გამართავს მომხდარის შესაფასებლად.
„საყოფაცხოვრებო დახმარების შესახებ პირველი ინსტრუქციები მივეცი კორპუსის მცხოვრებლებს. მათ დახმარებას გაუწევენ. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები“, – წერს გუსევი.
რუსული მედია წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე ცდილობდნენ.