გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს
გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს

რუსეთი უკრაინას 37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს.

„37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევში, ოდესაში, მიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჟიტომირისა და ხერსონის რეგიონებში“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ოდესის რეგიონში 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„ოდესის რაიონში ადმინისტრაციული შენობა ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად დაზიანდა. ოდესაში ნამსხვრევები საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – განაცხადა კიპერმა.