რუსეთის ქალაქ უფაში დაპატიმრებული ეკოაქტივისტის, ფაილ ალსინოვის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
რუსეთის ქალაქ უფაში დაპატიმრებული ეკოაქტივისტის, ფაილ ალსინოვის მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი პოლიციამ დაშალა. არიან დაკავებულები.
მანამდე, 17 იანვარს ბაშკირეთის ქალაქ ბაიმაკში სასამართლოსთან პოლიციამ აქტივისტის მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სასამართლომ ფაილ ალსინოვს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის. მის მიმართ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო. თავად ალსინოვი ბრალს არ აღიარებს.