რუსეთის ქალაქ ნორილსკში გადამამუშავებელი საწარმოს ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ ნორილსკში გადამამუშავებელი საწარმოს ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საწარმო რუსულ სამთო-მომპოვებელ კომპანია „ნორილსკის ნიკელს“ ეკუთვნის.
შემთხვევეის დროს დაწესებულებაში რვა ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორმა თავის დაღწევა თავად შეძლო, ოთხი კი, მაშველებმა ამოიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი აღმოაჩინეს.
საწარმოში მომხდართან დაკავშირებით კრასნოიარსკის მხარის პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.