რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ფურგალის მხარდასაჭერად ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები უკვე მეორე კვირაა, იმართება.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად 2018 წელს აირჩიეს მას შემდეგ, რაც მან არჩევნებში მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ კანდიდატი დაამარცხა.
ფურგალი 9 ივნისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ერთ მეწარმეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. ის მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი აქცია დღეს ვლადივოსტოკშიც გაიმართა.