რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში აალებადი სითხეებისა და რეზინის ორ საწყობში ხანძარია, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „ტელეგრამის“ არხზე წერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საწყობიდან ცეცხლი მცენარეებზე გავრცელდა და შემდეგ ტყეს მოედო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციაში 80-მდე ადამიანი, 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და საავიაციო ჯგუფია ჩართული.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 4 000 კვადრატულ მეტრს აღემატება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.