რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ „მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოსკოვის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები საბჭოთა ხალხის გენოციდად აღიარონ“
რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ „მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოსკოვის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები საბჭოთა ხალხის გენოციდად აღიარონ“

რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოსკოვის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები საბჭოთა ხალხის გენოციდად აღიარონ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში გააკეთეს.

„საუბარია გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების მიერ დიდი სამამულო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე 1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის იანვრამდე ოკუპირებულ მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე“, – ამბობენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მაშინ მოქალაქეები აწამეს, დახოცეს და სახლებიდან გაყარეს, რათა იქ გერმანული სამხედრო ნაწილები განთავსებულიყვნენ. მათივე ცნობით, საერთო ჯამში, მოსკოვის ოლქის ოკუპაციის პერიოდში მსხვერპლთა საერთო რიცხვი 26 ათას შეადგენს, ხოლო მატერიალური ზარალი 6,4 ტრილიონ რუბლს აღწევს.

რუსეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის საარქივო დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები გადაგზავნილია სასამართლოში.