რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ფხენიანს სტუმრობს
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ფხენიანს სტუმრობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვალენტინა მატვიენკო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ხვდება. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
კონსტანტინ კოსაჩევის თქმით, მატვიენკოსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მანამდე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ფხენიანში ჩრდილოკორეელ მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრები, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.