რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინის მიერ დონეცკის ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინის მიერ დონეცკის ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

უკრაინის მიერ დონეცკის ინტენსიური დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, მათ შორის 12 წლის გოგონა, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დონეცკის რეგიონში დანიშნულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დენის პუშილინმა განაცხადა.

„დონეცკის რეგიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ექვსი დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში. საერთო ჯამში, მტერმა 127 ტყვია ესროლა მშვიდობიან მოქალაქეებს”, – აღნიშნა პუშლინმა.

მისივე თქმით, ორივე მხარემ გამოიყენა კასეტური იარაღი.