რუსეთის მთავრობამ 200-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტი აკრძალა, მათ შორის მანქანების, თვითმფრინავებისა და დრონების
რუსეთის მთავრობამ მანქანების, თვითმფრინავების, დრონების ექსპორტი 2022 წლის ბოლომდე აკრძალა. სულ იმ პროდუქტების სიაში, რომლის ექსპორტიც წლის ბოლომდე აიკრძალება, 200-ზე მეტი დასახელების საქონელი მოხვდა.
მათ შორის არის ტექნოლოგიური, სატელეკომუნიკაციო, სამედიცინო აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და ელექტრონული აპარატურა.
როგორც რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული ზომა მიღებულია რუსეთის ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
რუსეთის მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, რომ ახალი შეზღუდვა არ გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.ა