რუსეთის მშენებლობის მინისტრსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
რუსეთის მშენებლობის მინისტრსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.

მინისტრი და მისი მოადგილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით მათ დიაგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ დაუსვეს.

ცნობისთვის, „კოვიდ 19“ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა.