რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ამასთან, მაშველები გადარჩენილი ადამიანების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, 11 ადამიანი მათ კიევში გადაარჩინეს, ხოლო რვა – დნეპროპეტროვსკის რეგიონში.

კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელზეც ასევე თავდასხმა მოხდა, იმყოფებოდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. მას უცხოელი დიპლომატებიც შეუერთდნენ, მათ შორის, კანადის ელჩი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“-ის ტიპის რაკეტები.