რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორის ინფორმაციით, სევასტოპოლში რაკეტის ნამსხვრევები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შედეგად არავინ დაშავებულა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში რაკეტის ნამსხვრევები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ავრცელებს.
მისი ცნობით, რაკეტის ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო შენობიდან ევაკუაცია გამოცხადდა.
ტელეგრამარხზე რაზვოზჟაევი სევასტოპოლზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიშის შესახებ წერს. მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ოთხზე მეტი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო.
ადგილობრივი ტელეგრამარხი წერს, რომ ქალაქზე თავდასხმა ATACMS-ის რაკეტებით განხორციელდა.