რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე შაჰიდის დრონებით იერიშის შედეგად სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა
რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე შაჰიდის დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ელევატორი და ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი.
„სამი საათის განმავლობაში რუსი ტერორისტები საბძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით თადასხმას ახორციელებდნენ ოდესის ოლქის სამხრეთზე. იზმაილის რაიონზე ეს ბოლო ხუთი დღის განმავლობაში უკვე მეოთხე თავდასხმაა“, – წერს კიპერი.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინის ძალებმა სუმისა და ოდესის ოლქების მიმართულებით რუსეთის მიერ გაშვებული შაჰიდის ტიპის 33 დრონიდან 25 ჩამოაგდეს.