რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მოსკოვში, ტაძრებში მისვლაზე დაწესებული შეზღუდვა 28 აპრილამდე გახანგრძლივდა
მოსკოვში, ტაძრებში მისვლაზე დაწესებული შეზღუდვა 28 აპრილამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსეთის პატრიარქის გადაწყვეტილებით, 28 აპრილამდე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მსახურებას ტაძრებში სასულიერო პირები ჩაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მდებარე ტაძრებში 13-დან 19-აპრილამდე მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა.
რუსეთში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 000-ს აჭარბებს. გარდაიცვალა 405 ადამიანი.