რუსეთის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა.
თავად ნავალნი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არჩევნების ბოიკოტირების შესახებ მისი კამპანიისთვის ხელის შეშლაა.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კი ამბობენ, რომ მათ ტელეკომის ოპერატორებს ნავალნის ვებგვერდის ნაწილობრივ დაბლოკვის თხოვნით მართლაც მიმართეს, თუმცა მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნავალნის მიერ კომისიის მოთხოვნის იგნორირებითაა გამოწვეული. მოთხოვნა კი ვებგვერდზე განთავსებული იმ მასალის აღებას შეეხებოდა, რომლის გავრცელებაც სასამართლოს მიერ აკრძალული იყო და რომელიც ნავალნიმ მილიარდერ ოლეგ დერიპასკას ხელშეწყობით მოიპოვა.
დერიპასკას განცხადებით, ამ მასალებს არავითარი კავშირი არ აქვს ნავალნისთან და მის პოლიტიკურ ოპონენტებთან.
„ალექსეი ნავალნი არ ყოფილა პირველი წყარო იმ ინფორმაციის გაჟონვის, რომელიც პირადი ხასიათის იყო“, – აცხადებს დერიპასკა.
მასალა იმ გამოძიების ნაწილია, რომელსაც ნავალნი ხელმძღვანელობს და რომლის მიხედვითაც 2016 წელს დერიპასკა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს სერგეი პრიხოდკოს ნორვეგიის სანაპიროსთან იახტაზე შეხვდა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, ბოიკოტის მომხრეა და მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
ვლადიმერ პუტინი კი მარტში დაგეგმილი არჩევნების კანდიდატებს შორის კვლავ ფავორიტად სახელდება.