რუსეთის კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქებისა და დაკვამლიანების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
რუსეთის კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქებისა და დაკვამლიანების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რუსეთის კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქებისა და დაკვამლიანების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 49 ადამიანი, რომელთაგან 38 ჰოსპიტალიზებულია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დრომდე უცნობია 35 მაღაროელის ბედი. სულ შემთხვევის დროს მაღაროში 285 ადამიანი იმყოფებოდა.

ამჟამად მაღაროში სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან მეთანის კონცენტრაციის გამო აფეთქების საფრთხე არსებობს.

აფეთქება და დაკვამლიანება ქვანახშირის მაღაროში, 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა.