რუსეთის ელჩი აშშ-ში - აშშ კიევისგან ბრძოლის ველზე შედეგებს ნებისმიერ ფასად ითხოვს
რუსეთის ელჩი აშშ-ში - აშშ კიევისგან ბრძოლის ველზე შედეგებს ნებისმიერ ფასად ითხოვს

აშშ კიევისგან ბრძოლის ველზე შედეგებს ნებისმიერ ფასად ითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანტონოვის თქმით, აშშ არ არის დაინტერესებული უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მოძიებით და ნებისმიერ ფასად ითხოვს კიევისგან შედეგებს ბრძოლის ველზე.

„ამერიკელები არაფრის წინაშე არ აპირებენ გაჩერებას. მათ არ აინტერესებთ მოლაპარაკებები. არავის აინტერესებს უკრაინის ბედი, რომელსაც მხოლოდ რკინის ფარად იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ანტონოვმა.

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს, უარი თქვას თავის „მთავარ მიზანზე – რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე“. ამავდროულად, მისი თქმით, აშშ-ს ხელმძღვანელობას არ აინტერესებს, რა ფასს გადაიხდის ამაში კიევი და რამდენ სიცოცხლეს დაკარგავს.

შეგახსენებთ, აშშ-მა უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც დამატებით იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.