რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში
რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში

გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთ ობიექტზე დაშავდა ორი ენერგეტიკოსი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

უკრაინის ელექტროსისტემების ოპერატორი კომპანიის, „უკრენერგოს“ ცნობით, დაზიანებულია ტექნიკური მოწყობილობა ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქებში მდებარე ობიექტებზე.

რუსეთმა ღამით უკრაინაზე დარტყმები სხვადასხვა რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის დრონებით განახორციელა. კერძოდ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით 16 რაკეტა და 13 დრონი გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი 12 რაკეტა და 13-ვე დრონი გაანადგურა.