რუსეთის ძალებმა პოლტავის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, დაშავებულია ცხრა ადამიანი
რუსეთის ძალებმა პოლტავის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, დაშავებულია ცხრა ადამიანი

რუსეთის ძალებმა პოლტავის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ნანგრევებში, შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

პოლტავის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფილიპ პრონინის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა.

იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათობით ათასს აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრონინის განცხადებით, ბრიგადები ელექტრომომარაგების აღსადგენად უკვე მუშაობენ.