რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ჩერნობაევკა დაბომბეს. არსებული ცნობებით, დაღუპულია სამი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ასევე ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე და საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.
ერმაკის ცნობით, რუსეთის ძალებმა კასეტური ჭურვები გამოიყენეს.
ამას გარდა, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ოკუპანტებმა დრონით თავდასხმა განახორციელეს ხერსონის ოლქის დასახლება ბერისლავზე, რის შედეგადაც დაიღუპა ველოსიპედისტი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა.