რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს. დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 11 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„ყოველდღე და ყოველ საათს რუსული ტერორი ადასტურებს, რომ უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“, – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინელი ხალხის, უკრაინული ქალაქებისა და პოზიციების მაქსიმალური დაცვა.
„ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება ისინი“, – აღნიშნავს ზელენსკი.