რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავდა 26 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები
რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავდა 26 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. იერიშის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მოზარდია.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, ნაწილობრივ დაინგრა ადმინისტრაციული შენობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

კრივი-რიჰის მერიის ცნობით, სულ დაზიანდა ათამდე საცხოვრებელი სახლი.