რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია
რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, საბავშვო მოედანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი, კიდევ სამი მოქალაქე 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად დაიღუპა.დაბომბილია ასევე საგანმანათლებლო დაწესებულება.

ქალაქზე იერიშის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ზელენსკიმ დაწერა, ეს არ მოხდებოდა, უკრაინის თავდაცვის ძალებს შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, რუსეთის სამხედრო ავიაცია ბაზირების ადგილზე გაენადგურებინათ.

„ეს დარტყმა რუსული მართვადი ავიაბომბით განხორციელდა. დარტყმა, რომელიც არ იქნებოდა, ჩვენს თავდაცვის ძალებს რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა, გაენადგურებინათ რუსული სამხედრო ავიაცია იქ, სადაც ის არის ბაზირებული. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები, რომ ეს ტერორი შევაჩეროთ. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი საჭიროება და არ არსებობს უკრაინის თავდაცვის შეზღუდვის არანაირი რაციონალური მიზეზი. ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. ჩვენ გვჭირდება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებების შესრულება, ეს სიცოცხლის გადარჩენაა“, – წერს ზელენსკი.