რუსეთის ციხეში უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა გარდაიცვალა.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ განაცხადა, რომ უცნობია, თუ რა გახდა ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების მიზეზი.
ვიქტორია როშჩინა გასული წლის აგვისტოში უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ გაუჩინარდა.
2024 წლის აპრილში როშჩინას მამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისი შვილი ციხეში იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ვიქტორია როშჩინა ტაგანროგის ციხიდან მოსკოვში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
2024 წლის იანვარში, „ბიბისის“ რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთის ციხეში უკრაინის ათასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მაისში კი, უკრაინაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტების დასაბრუნებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს.