რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ატომურმა წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ კატასტროფა ნატო-ს წყალქვეშა ნავთან შეჯახების შედეგად განიცადა
ატომურმა წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ კატასტროფა ნატო-ს წყალქვეშა ნავთან შეჯახების შედეგად განიცადა, – ამის შესახებ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ვიაჩესლავ პოპოვმა განაცხადა.
რუსი ადმირალის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წყალქვეშა ნავი „კურსკის“ გადაადგილების ზონაში იმყოფებოდა და უკან მიჰყვებოდა, რომელიც „კურსკთან“ ძალიან ახლოს მივიდა ან „კურსკის“ მანევრმა კონტაქტის დაკარგვა გამოიწვია.
„მე ვიცი მისი სახელი 90 პროცენტის ალბათობით, მაგრამ საჯაროდ რომ დაასახელო, უნდა გქონდეს მტკიცებულებები და წარადგინო. მე ეს არ შემიძლია, მაგრამ ნატო-ს წყალქვეშა ნავი იყო. ის იქ იყო, იმ მხარეში, სადაც „კურსკს“ შეეჯახა“, – განაცხადა ვიაჩესლავ პოპოვმა.
ოფიციალური ვერსიით, „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში, სევერომორსკიდან 175 კილომეტრში, 108 მეტრ სიღრმეზე, ბორტზე ტორპედოს აფეთქებისა და შემდგომ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ჩაიძირა. ჩრდილოეთის ფლოტის წვრთნებში მონაწილე წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა.