რუსეთის ცესკო-მ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა
რუსეთის ცესკო-მ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა მიზეზებით არ გაატარონ რეგისტრაციაში პრეზიდენტობის სამი მსურველი.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, ნავალნის წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად კანონის ფარგლებში მოხდა, თუმცა ის ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ნასამართლევია.
კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით პირის რეგისტრაცია პრეზიდენტობის კანდიდატად ნასამართლეობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია. ამავე მიზეზით ცესკო-მ რეგისტრაციაში არ გაატარა ჟურნალისტი ოლეგ ლირიეც.
ცესკო-მ ასევე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა ბიზნესმენ სერგი პოლონსკის. კომისიაში განმარტეს, რომ მან კანდიდატად წარდგენის პროცედურა დაარღვია.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ცესკო-მ პირველი დაარეგისტრირა ვალდიმერ ჟირინოვსკია.
არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.