რუსეთის ცენტრალურ ბანკს ევროკავშირის შემდეგ გაერთიანებული სამეფოც უწესებს სანქციებს.
„ეს ქმედება მიღებულია აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად, რათა არ დავუშვათ, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მისი სავალუტო რეზერვების გამოყენება შეძლოს“, – ვკითხულობთ მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ „ჩვენი სანქციების პაკეტს, ყველაზე მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ, გამანადგურებელი შედეგები ექნება ვლადიმერ პუტინსა და რუსეთზე.