რუსეთის ცენტრალურ ბანკს გაერთიანებული სამეფოც უწესებს სანქციებს 

11:33, 28.02.2022

რუსეთის ცენტრალურ ბანკს ევროკავშირის შემდეგ გაერთიანებული სამეფოც უწესებს სანქციებს.

„ეს ქმედება მიღებულია აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად, რათა არ დავუშვათ, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მისი სავალუტო რეზერვების გამოყენება შეძლოს“, – ვკითხულობთ მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ჩვენი სანქციების პაკეტს, ყველაზე მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ, გამანადგურებელი შედეგები ექნება ვლადიმერ პუტინსა და რუსეთზე.

მსგავსი