რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის ერთ-ერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი შევიდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის ერთ-ერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი შევიდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის ერთ-ერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა. ვიაჩისლავ გლადკოვის თქმით, საუბარია ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონზე.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო სამსახურთან, როსგვარდიასთან და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, იღებენ საჭირო ზომებს მოწინააღმდეგის ლიკვიდაციისთვის“, – წერს გლადკოვი ტელეგრამარხზე.

მანამდე, ბელგოროდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გრაივორინსკის ოლქს უკრაინის შეიარაღებული ძალები უხსნიან ცეცხლს.

უკრაინული და რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ ცნობებს, რომ რუსეთის საზღვარზე მიმდინარეობს შეტაკებები უკრაინულ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფთან, კერძოდ, იუწყებოდნენ, რომ ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „გრაივორონს“.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ ცეცხლი გაიხსნა ასევე დასახლება კოზინკას მიმართულებით, სადაც ჭურვები კერძო სახლებს მოხვდა.

უკრაინული ტელეგრამარხი „სკრინკა პანდორი“ ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც ასახულია უკრაინული ტანკის რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „გრაივორონზე“ შესვლის ფაქტი.