რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 50-ზე მეტი. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიის დედაქალაქის მახლობლად საჰაერო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, ოთხი ბომბის აფეთქების შედეგად ორი შენობა დაინგრა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. აღმოსავლეთ ღუტაში კი საჰაერო თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.