რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იერიშს ასევე ემსხვერპლა ორი ქალი და ერთი 13 წლის ბიჭი.

უკრაინული მედია წერს, რომ დაშვებულია 24 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვია.

აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და კერძო მანქანები დააზიანა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი თავისი ტერორით ყოველდღე ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლა მცირეა.