რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. მათგან სამი ბავშვია. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის პოლიცია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვზე იერიშისთვის.