რუსეთი სექტემბერში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს
რუსეთი სექტემბერში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს

სექტემბერში რუსეთი ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სწავლება Восток-2018 ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებში ჩატარდება და ასევე მოიცავს წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტებს.

სწავლებაში მონაწილეობას 300 ათასი სამხედრო მიიღებს. წვრთნებში ჩართული იქნება სამხედრო -საჰაერო ძალების ათასი და 36 ათასამდე სამხედრო-სახმელეთო ტექნიკა.

წვრთნები 11-დან 15 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სწავლება 1981 წელს Запад-81-ის ფარგლებში ჩატარდა და გარკვეულწილად იმეორებს პროგრამას, თუმცა Восток-2018 გაცილებით მასშტაბური იქნება.