რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში „სახელმწიფო მოხელეების ხელფასებს“ და „პენსიებს“ დააფინანსებს
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „სახელმწიფო მოხელეების ხელფასების და პენსიების დასაფინანსებლად“ ერთი მილიარდი რუბლი გამოყო. კიდევ 500 მილიონ რუბლს კი, მოსკოვი წელს ე.წ. საბანკო სისტემის გასაძლიერებლად დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ელჩმა, ალექსეი დვინიანინმა განაცხადა.
„ჩვენ წარმატებით ვახორცილებთ საინვესტიციო პროგრამას, რაც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთქმედებას მოიცავს. წელს დაბანდებულია 1,7 მილიარდ რუბლზე მეტი, ამას დაემატება ერთი მილიარდი რუბლი, რაც პენსიებზე და სახელმწიფო მოხელეების პენსიებზე დაიხარჯება და 500 მილიონი რუბლი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის საბანკო სფეროს გასაძლიერებლად გამოყო“, – აცხადებს დვინიანინი.