რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც.
სერგეი ლავროვის თქმით, ნატო-სთან რუსეთის წარმომადგენლობა სავარაუდოდ პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს მუშაობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება.
მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ, რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის გააძევების საპასუხოდ მიიღო.