რუსეთი ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია ვითარების კიდევ უფრო გამწვავებასთან მიგვიყვანოს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სირიისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა – ვკითხულობთ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.