რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთი გაერო-ს გოლანის მაღლობზე სამშვიდობო ოპერაციების განახლებაში ეხმარება
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთი გაერო-ს გოლანის მაღლობზე სამშვიდობო ოპერაციების განახლებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის საზღვარზე არსებული სადავო, გოლანის მაღლობიდან სირიის მთავრობამ ტერორისტები გასულ თვეში განდევნა. მას შემდეგ რუსეთმა აღნიშნულ ტერიტორიასთან სამხედრო წარმომადგენლობა განათავსა. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მთავარი მიზანი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაა.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ისინი გაერო-ს წარმომადგენლებს ტერიტორიაზე სამშვიდობო პროგრამის სრულ აღდგენამდე დაეხმარებიან.
დემილიტარიზებულ ზონაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების კიდევ ერთი მიზანი ტერორისტების მიერ დანაღმული ტერიტორიების განაღმვაა.