ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გოლანის მაღლობზე თავდასხმასთან დაკავშირებით საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”,- წერს ბორელი.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.
Shocking images from the soccer field in the Druze town of Majdal Shams.
I strongly condemn this bloodbath.
We need an independent international investigation into this unacceptable incident.
We urge all parties to exercise utmost restraint and avoid further escalation.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) July 27, 2024