რუსეთი ბულგარეთს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება,- ამის შესახებ განცხადება ბულგარეთში რუსეთის ელჩმა, ელეონორა მიტროფანოვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფიამ რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის ელჩის თქმით, თუ ბულგარეთის მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მოსკოვის განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.
სოფია რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ჯაშუშობაში სდებს ბრალს და მათ ქვეყნის დატოვებას სთხოვს.
ბულგარეთის მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებამ რუსეთისგან მიიღო ნოტა, სადაც მოსკოვი სოფიას მოუწოდებს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევების მოთხოვნა პირველ ივლისამდე გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მთავრობა ბულგარეთში საელჩოს დახურავს.