რუსეთი ბელარუსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილებას ზღუდავს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა გააკეთა. მიხაილ მიშუსტინი დღეს ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში იმყოფებოდა.
„უპირველესად, რუსეთმა ანალოგიურ ზომას მიმართა ჩინეთთან და აზიის სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შემდეგ შეიზღუდა ავიამიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, უცხოელებისთვის პოლონეთისა და ნორვეგიის გავლით რუსეთში შემოსვლა. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა ლატვიასთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან“, – განაცხადა მიხაილ მიშუსტინმა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 60-ს აღემატება.