სომხეთში რუს სამხედროს მკვლელობაში ადანაშაულებენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ქალაქ გიუმრიში დააკავეს 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ამავე ქალაქში მცხოვრები ქალის მკვლელობაში სდებენ ბრალს. სხვა დეტალებზე პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს.
მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გიუმრიში, საავადმყოფოში გადაყვანისას 57 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მეეზოვე იყო და ცემის შედეგად დაიღუპა.
რუსული ბაზა გიუმრიში 2015 წელსაც მოექცა მედიის ყურადღების ეპიცენტრში. მაშინ რუსმა სამხედრომ ერთი ოჯახის ექვსი წევრი დახოცა. ის თურქეთის საზღვარზე დააკავეს. რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.