ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციას ქალაქ იჯევანში გამართავს [ფოტო]
ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციას ქალაქ იჯევანში გამართავს [ფოტო]

ერევანში ოპოზიციონერი ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი ქალაქ იჯევანში საპროტესტო აქციას გამართავენ.

იჯევანიდან კოლონა დღის მეორე ნახევარში ქალაქ ვანაძორში გადაინაცვლებს.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ის რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება და სამოქმედო გეგმას გააცნობს.

ფაშინიანმა გუშინ საპროტესტო აქცია ქალაქ გიუმრიში გამართა. ხვალ კი ფართომასშტაბიანი აქცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე დააანონსა.